12:00 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 15:44:30, 721 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას არ სურს სტაბილურობა, რაზეც მიუთითებს ტერმინი „ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია“

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჩიხური სიტუაციისკენ წასული პროცესი და მაგიდის აყირავება ოპოზიციის წარმომადგენლებზეა დამოუკიდებული, რადგან ისინი არ მიდიან დათქმებზე, როგორიცაა რიგგარეშე არჩევნების იმ შემთხვევაში დანიშვნა, თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან გადახრასაც კი „ქართლი ოცნების“ სასარგებლოდ.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ოპოზიციას არ სურს მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, მათთან გაჩნდა ტერმინები ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია, მსხვერპლი.

„კარგად მესმის ბატონი ჰარცელის წუხილი და ბუნებრივია, როდესაც ჩიხური სიტუაციისკენ მიდის პროცესები და ეს ძირითადად არის მეტწილად დამოკიდებული იმაზე, რომ მაგიდას აყირავებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, იმდენად, რამდენადაც ისინი არ მოდიან ისეთ დათქმებზეც კი, როგორიცაა შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებისა, თუ მათივე მონაწილეობით საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან გადახრასაც კი „ქართლი ოცნების“ სასარგებლოდ, ამაზე უარის თქმა, ვაბანგზე წასვლაა და უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი, პირველი, ეს არ არის მშვიდობიანი განვთარება და სტაბილურობა ამ ქვეყნისა, იქიდან გამომდინარე რომ მათთან გაჩნდა სიტყვები, მსხვერპლი, ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია და ამით ვადასტურებთ, რასაც წინა პერიოდში ვამბობდით, რომ ეს ხალხი ასე ფიქრობდა, ძალადობრივი სიტყვა, ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია ბოლოს დაიწყებენ ძალადობრი მკვლელობის ტერმინის დამკვირდებას და ამას ლეგიტიმურს დაარქმევენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics