2020-12-19 12:16:51, 750 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯიმ რიში - საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით
„საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა.
როგორც სენატორი აღნიშნავს, მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ.
„ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს", - აცხადებს სენატორი, „ამერიკის ხმასთან“ წერილობით კომენტარში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან