|
2020-12-18 18:29:05, 605 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - იგივე კაბინეტის ნომინირება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისათვის მომავალ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების წარდგენას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, იგივე კაბინეტის წარდგენა და მომავალში ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს თეა წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფუგურები არიან და მათ არ შესწევთ უნარი, რომ რაიმე გამოასწორონ. „იგივე კაბინეტის ნომინირება, თან გაყალბებული არჩევნების და ამ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწვალას არ აპირებს, რომ კაბინეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფიგურები არიან და რეალურად, ამ მთავრობას, არც უნარი შესწევს და არც სურვილი, რომ რაიმე გამოასწოროს, რომელიმე კრიზისი დაძლიოს, ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ან ჯანდაცვის კრიზისი. ამრიგად, ამ მთავრობის სერიოზულად აღქმა იქნება ძალიან რთული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მოსახლეობას მოუწევს მერე ამ ზარალის ნახვა და თავის თავზე წნევა ასეთი დამოკიდებულების ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხადა კაპანაძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)