04:43 - 29 Oct, 2026
|
2020-12-18 17:13:27, 650 ნახვა
სამართალი
ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავარიის შედეგად მამა-შვილი დაშავდა
ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავარიის შედეგად მამა-შვილი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მამა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ცნობისთვის, ქუთაისი-ბაღდათის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 17 დეკემბერსაც მოხდა, რომელსაც 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები ემსხვერპლნენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)