11:45 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 15:31:34, 769 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა

არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა, პოლიტიკური კრიზისი ხელახალი არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრიაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში თუკი რაიმე ცუდი გადაწყვეტილება მიღებულა, ყველაფერი ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

„მე მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ასე შემდეგ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ან თუ ვინმე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, არ იქნება მშვიდობა. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, შვილების წარმატებული კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ცხადად და ნათლად დანახვა. დღეს მომავალს ვერ ხედავენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics