19:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 11:59:43, 469 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება

„შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა.

როგორც ის აცხადებს, აღნიშნულს  ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით ახორციელებენ.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაამდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის  მიზნით უკავშირდება ელექტრონული მონიტორინგის დაწესების შემოღებას მოძალადის მიმართ, რომლის მიზანია მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ახალი რეგულაციების თანახმად, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით.

 სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2020 წლის მეორე ნახევარში, გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური  და  მოიცვა სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფი. 

სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება. წელს კოორდინატორებმა 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“, - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics