04:43 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 11:57:42, 622 ნახვა

სამართალი
ივნისისდან შსს-ში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებითაა დაკომპლექტებული

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ივნისის თვიდან სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით.

მისი თქმით, მისთვის ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. 

„ივნისის თვიდან სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში UNICEF კონცეფციის და რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო. 

 ჩვენი ინიციატივით, 2020 წელს მიღებული კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რის შედეგადაც გამკაცრდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ძალადობისთვის სასჯელი, ასევე, შეიქმნა აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics