20:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 11:41:08, 561 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი მედიაციის თემაზე საერთაშოისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე პრაღაში გამართულ ევროპის პრობაციის კონფედერაციისა (CEP) და ჩეხეთის პრობაციისა და მედიაციის სერვისის (PMS) ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში სისხლის სამართლის მედიაციის სასწავლო კურსის შემუშავებაში.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყანაში მედიაციის არსებულ პრაქტიკას, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც დაეხმარება დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს ახალი პროგრამების შემუშავებაში.

როგორც ცნობილია, საქართველოში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. პროგრამის მენეჯმენტს 2012 წლიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მედიაცია აღდგენითი მართლმსაჯულების უმთავრესი ინსტრუმენტია. მისი მიზანია მხარეებს მიეცეთ საკუთარი აზრებისა და გრძნობების ღიად და გულწრფელად გამოხატვის საშუალება და, ამის შედეგად, გარკვეული შეთანხმების მიღწევა. აღდგენითი მართლმსაჯულება ხელს უწყობს სამართალდამარღვევს გაიაზროს მის მიერ ჩადენილი ქმედება და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე. მედიაციის ინსტიტუციური განვითარების მიზანია, სრულწლოვანი სამართლადამრღვევისა და დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული პროგრამების შექმნაც. საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა, რათა დაინერგოს სრულწლოვანთა მედიაციის პროგრამები გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პარალელურად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics