2020-12-18 09:57:04, 821 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა Moderna-ს საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა მოწვეულმა კომიტეტმა Moderna-ს ვაქცინის საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვაქცინის გამოყენებას კომიტეტის 20-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა, ხოლო კომიტეტის ერთმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ერთი კვირის წინ, იმავე ჯგუფმა მხარი დაუჭირა Pfizer Inc-ისა და გერმანელი პარტნიორის BioNTech SE ვაქცინას, რამაც FDA-ის მხრიდან ვაქცინის საგანგებო გამოყენების ავტორიზაციას შეუწყო ხელი.
აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია Moderna-ს ვაქცინის საგანგებოდ გამოყენებას, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,