|
2020-12-17 23:00:16, 576 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არ უხვევს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გზას
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არ უხვევს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გზას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დამტკიცების თაობაზე. მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ ქვეყნისთვის გამოხატული მხარდაჭერის კუთხითაც. „როგორც იცით, ჩვენ პანდემიის დაწყებისთანავე დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა შეგვექმნა ფისკალური და მაკროეკონომიკური ე.წ. ჩარჩო რომელსაც ემყარება ქართული ეკონომიკა პანდემიის პერიოდში და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ფონდთან წარმატებით დაასრულა ამ თემაზე მოლაპარაკებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად აღნიშნავს, რომ ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ გადადგა როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ისე სოციალური ღონისძიებების თვალსაზრისით, იყო დროული და ადეკვატური და ეს არის ჩვენი სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის აღიარება", - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. შეგახსენებთ, რომ სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა და საქართველოსთვის 113.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)