04:49 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 13:43:22, 430 ნახვა

საზოგადოება
წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი შემოსავალი, 4,270,075 ლარი, „მთავარმა არხმა“ მიიღო

წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი - 4,270,075 ლარი „მთავარმა არხმა" მიიღო. აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა. „მთავარ არხზე" ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5,583 ლარი შეადგინა. ამავე არხზე ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას" დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 62.9%-ს შეადგენდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზე „ტელეიმედია", რომლის შემოსავალმაც 3,327,974 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,902 ლარი იყო. „ტელეიმედზე" ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 71.6% „ქართულ ოცნებას" დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 67.5%-ს შეადგენდა.

„რუსთავი 2"-ის შემოსავალმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 2,065,163  ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,672  ლარი იყო. „რუსთავი 2"-ზე ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დრო - 67.4% „ქართულ ოცნებას" დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 60.9%-ს შეადგენდა.

„ტვ პირველის" შემოსავალმა 1,865,753 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3,978 ლარი იყო. „ტვ პირველზე" ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 37.1% „სტრატეგია აღმაშენებელს" დაეთმო, თუმცა, არხის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი „ლელო საქართველოს" ეკუთვნის - 27.6%.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლები ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე კომუნიკაციების კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი და გაწეული მომსახურება. 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი სწორედ მაუწყებლების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics