|
2015-09-29 10:59:28, 646 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს რუსთავის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, პირველი კლასის რიგითს, ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე დღეს, 14:00 საათზე დაკრძალავენ. ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გუშინ გადაასვენეს. IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურისთვის პატივის მისაგებად ეკლესიაში ახლობლები, მეგობრები, სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში მიდიოდნენ. შეგახსენებთ, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)