19:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 23:10:54, 469 ნახვა

კომენტარი
ლევან ჯღარკავა - ჩვენ არც ერთი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან არ გამოგვიყვანია, მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თემაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

ლევან ჯღარკავას განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ არაერთი უშედეგო გაფრთხილების შემდეგ, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების  დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განახორციელა და არ დაუშვა სახელმწიფო მიწის ორგანიზებულად მიტაცება.

ამასთან, ლევან ჯღარკავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფრიკის დასახლებაში  საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების გამოსახლების არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისივე  თქმით, გამოსახლების პროცედურას, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების სამსახური ახორციელებს და არა მერია.

„მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ფარგლებში  სახელმწიფო მიწაზე უკანონო შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება მოხდა, ეს ხალხი არაერთხელ გავაფრთხილეთ, როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე სიტყვიერად და ამის დამადასტურელებელი  მასალებიც არსებობს. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რათა თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. იქ შესახლებული არავინ არ იყო. შესახლებულ სახლებზე მოქმედებს სხვა საკანონმდებლო სივრცე. ძალიან რთულია მორალურად, როდესაც იქ მოსახლეობა ცხოვრობს, გამოიყვანო სახლიდან პატარა ბავშვი თუ ავადმყოფი ადამიანი. ეს უკვე ცალკე წარმოების წესია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავინ გამოგვიყვანია სახლებიდან. ის, რაც გუშინ ხდებოდა,  ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ.  მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს პროცესი გრძელდებოდა. მათ ნაწილს ავტომობილები თუ უძრავი ქონება აქვს, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები. პირიქით, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა  დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელთა საქმიანობაც აუცილებლად შესასწავლია", - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.

ლევან ჯღარკავას განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში, 100-მდე უკანონო შენობა-ნაგებობის  დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, სწორედ ზემოთხსენებული გარემოებების გამო არცერთხელ არ გასაჩივრებულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics