|
2020-12-16 22:47:19, 718 ნახვა
კომენტარი
სააკაშავილი - ნებისმიერ ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიმაჩნია, იმიტომ რომ ისინი თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის მაწარმოებლები არიან
„ნებისმიერ ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიმაჩნია, იმიტომ რომ ისინი თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის მაწარმოებლები არიან“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოწამეობრივი ფიგურების სარკასტულ ტონში მოხსენიებას ვერავინ აიტანს. „ამერიკის ელჩზე ან ნებისმიერ სხვა ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიმაჩნია, იმ გაგებით, რომ ისინი არიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის მაწარმოებლები. ჩვენი ქვეყანა იმდენად „გააპუსტიაკა“ ივანიშვილმა, რომ იმდენად ქვემოთ დაწია, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვანი, მე შემეძლო ნებისმიერ დროს ამეღო ყურმილი, დამერეკა პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან და მარტო ჩვენს საკითხებზე კი არ ვრეკავდი, უკრაინის, ბელარუსის, შუა აზიის და კუბის საკითხებზეც კი. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ საელჩოს რომელიმე განყოფილების მოადგილემ რა თქვა იმიტომ, რომ იმის ზემოთ ვეღარ ავდივართ. ჩვენ დაგვწიეს ამ დონეზე. ამიტომ ჩვენ უცხოელებში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა იმაში, რომ საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაც შეეხება არჩევნების შედეგებზე რეაგირებას, პრაქტიკულად, კელი დეგნანმა რაც თქვა, ყველაფერი სწორად თქვა, რომ იყო ხმების მოსყიდვა, იყო დაშინება. ყველაფერი თქვა ამ ქალმა. თუ ჩვენ თვითონ არ ვმობილიზდებით, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცა მოვიდეს და ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები? ეს არ მოხდება. რაც შეეხება გერმანიის ელჩს, გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილი საქართველოს ისტორიულ პერსონებზე ლაპარაკისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს, თავის ისტორიასთან მიმართებით, არ მგონია, რომ მისი გასარჩევი იყოს სარკასტულ ტონში მოწამეობრივი ფიგურა და დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არ გაეყიდა. ასეთ საკითხებზე თამაშს და „ღადაობას“ ჩვენ არ მოვითმენთ და ამას უნდა ამბობდეს არა მხოლოდ ოპოზიცია, ან ყოფილი პრეზიდენტი, ამას უნდა ამბობდეს ჩვეულებრივად მთავრობაც. ამაზე საუბარი ნორმალურია. ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს, ნამდვილად. ჩვენ ვართ თანასწორი წევრი ევროპული თანამეგობრობის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)