19:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 22:11:30, 550 ნახვა

კომენტარი
პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშილის საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგად რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა არ დგინდება.

„საქმეზე ჩატარებული კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ჩვენგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, იქნება ყველა მტკიცებულება და ექსპერტიზის დასკვნა განხილული, რაც ამ საქმეშია.

კონკრეტულად რაზეც საქმე ძიებაშია, ვგულისხმობ, თვითმკვლელობამდე მიყვანას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას - ამ მოცემულობით, რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში არ დგინდება.

ყველა ის ვერსია, რაც ოჯახისგან მოდიოდა და რაც გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა, ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, ოჯახს გამოძიებასთან რა კითხვებიც ჰქონდა, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი.

ერთია, ჩვენგან პასუხის მიღება და მეორეა, რამდენად გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას, თუმცა, თუ დეტალურად შეძლებენ და ამ საქმის მასალებს გაეცნობიან, ფრაგმენტულ ინფორმაციას არ მიიღებენ რასაც დამცველი ადვოკატები აწვდიან, დარწმუნებული ვარ, ისინი ყველა დოკუმენტის შინაარსს გაიზიარებენ, რაც გამოძიების შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ“, - განაცხადა პროკურომა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics