|
2020-12-16 14:47:23, 687 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში საქართველომ 80-ზე მეტ ქვეყანას შორის დაიკავა მე-8 ადგილი საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა დასახელდა ერთ-ერთი ყველაზე ღია და მიმზიდველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს მაჩვენებელი აღნიშნულ კვლევაში აისახა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას აღნიშნული კვლევის დასაწყებად 2019 წლის დასაწყისში მიმართა. მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა. კვლევა მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ. ნათია თურნავას განცხადებით, კვლევისას შესწავლილი იქნა საქართველოს 22 ეკონომიკური სექტორი, მათ შორის, რა ბარიერები არსებობს და როგორი პრაქტიკაა ინვესტორებთან თანამშრომლობის მიმართულებით. „სწორედ ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებთან მიმართებაში. რამდენიმე თვის წინ ასევე საქართველოს საინვესტიციო გარემომ დადებითი შეფასება მიიღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, როგორც ერთ-ერთი ღია და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და ეს არის ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ 2021 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტიციების ახალ ნაკადებს ველოდოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, მიდის აქტიური მუშაობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „ბევრი ახალი პროექტი დაიწყო IT ინდუსტრიაში, საპორტო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ბევრ სხვა დარგში, მაგრამ ეს პროცესი გაძლიერდება 2021 წელს. ჩვენ ამისთვის, მთავრობასთან ერთად, ახალი ბერკეტები შემოგვაქვს იგივე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" კომპონენტის სახით. ამით ჩვენ შემოვიტანეთ წამახალისებელი მექანიზმი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში 150-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს და განსაზღვრული რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებს," - განაცხადა ნათია თურნავამ. „ყველაფერი ეს ერთობლიობაში მუშაობს იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოში 2021 წელს, როდესაც დაიწყება ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყოს," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)