19:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 23:16:23, 446 ნახვა

კომენტარი
ჩარკვიანი - ოპოზიციური პარტიების შეკრებებზე „მოქალაქეების“ გარიცხვა არ გაჟღერებულა

„ოპოზიციური პარტიების შეკრებებზე „მოქალაქეების“ გარიცხვა არ გაჟღერებულა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება ოპოზიციაში არის პრეტენზიები, თუმცა რომელიმე პარტიის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა.

„ჩატში ჩვენ ერთად ვართ, „ლელოს“ შეკრებებზეც ვარ ხოლმე - არსად არ გაჟღერებულა „მოქალაქეების“ გარიცხვა.

ის რომ პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას იმ ლანძღვაზე, რაც ოპოზიციამ მიიღო, ეს სხვა თემაა, მაგრამ მე გარიცხვის შესახებ არაფერი მსმენია ლანძღვაა, როდესაც ერთ ოპოზიციურ პარტიას აკადრებ და ეტყვი, რომ შენ გიგა ბოკერია გაკეთებინებსო, ამაზე დიდი შეურაცხყოფა პოლიტიკაში არც კი არსებობს.

რას ნიშნავს „გვაკეთებინებს“ - რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხული გამონათქვამია. შეიძლება ამის გამო შენიშვნა მისცეს, მაგრამ გარიცხვის შესახებ არაფერი მსმენია.

ზოგადად, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ყველა, იკრიბება, მსგავსი რამ არ მომხდარა, შემიძლია დავიმოწმო აქ მსხდომი ოპოზიციონერები”, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics