20:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-15 17:49:27, 651 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებზე - ცინიზმი, სიცრუე და გადაგდება ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანია

ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიის მიერ უკანონო ნაგებობების დემონტაჟს.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მოსახლეობას აღნიშნული მიწების დაკანონებას დაპირდა, თუმცა ახლა მათი ბედით მანიპულირებს.

„ის რასაც ეხლა დღეს ვხედავთ აქ, არის შედეგი და გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო პოლიტიკის, როცა არ არსებობს კანონის უზენაესობა, დაპირებები როცა კეთდება, რომ თქვენია ეს მიწა, ეს ნიშნავს გადაგდებას და თან წახალისებას ადამიანების, რომ ასე მოიქცნენ, როცა ამდენი წელი აშენებდენ ეს ადამიანები ამას და უბრალოდ სხვადასხვა ამოცანებისათვის აქამდე კიარ გაარკვიეს ვითარება, არამედ დღევანდელ ძალადობამდე მიიყვანეს და კერძო საკუთრების მაგივრად მთავრობას აქვს ხელში ამხელა ქონება და მანიპულირებს შემდეგ ადამიანების ბედით და ვიმეორებ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ ხალხს პირდაპირ დაპირდნენ და კონტრაქტი დაუგდეს, რომ მათი მიწა იყო, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ.

ეს ყველაფერი, ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, არის ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით 8 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics