|
2020-12-15 15:03:03, 543 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციებისაკენ სვლას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi იმართება. წლევანდელი კონფერენცია ონლაინ სივრცეში მსოფლიოს მასშტაბით ასობით მონაცემთა პროფესიონალს აერთიანებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას და მხარი დაუჭიროს მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული ადამიანების სამომავლო განვითარებას. DataFest Tbilisi 2020 დღეს დაიწყო და ის 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება უმასპინძლებს როგორც ინსპირაციულ გამოსვლებს და ვორქშოპებს ასევე, ჰაკათონებს მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიაში (მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი), ბიზნესში (ციფრული პროდუქტები, ფინტექი, ღრმა ანალიტიკა), კომუნიკაციებში (მონაცემთა ჟურნალისტიკა, ვიზუალიზაცია, დიზაინი). ფესტივალს უძღვებიან მსოფლიო დონის სპიკერები, როგორებიც არიან: IBM-ის მონაცემების სტრატეგისტი - მარა პომეტი, Google-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი და სტარტაპ მენტორი - მანუელ ლიმა, Airbnb-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი - კრისტ ვონგსაფასავატი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი - დენის აჯირი, და სხვა. „მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს, DataFest Tbilisi 2020-ს. ფესტივალი აერთიანებს მონაცემებით დაინტერესებულ უამრავ პროფესიონალს და იძლევა შთაგონების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სფეროთი დაინტერესებული ადამიანების სამომავლო პროფესიულ განვითარებას. საქართველოს ბანკი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს, რათა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება და ახალი შესაძლებლობების შექმნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)