09:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 19:53:14, 527 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მურუსიძე: ჩემი და ნინო გვენეტაძის პოზიციები მართლმსაჯულების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.
 „ჩემი და ქალბატონი ნინოს პოზიციები ბევრ საკითხში, რაც ეხება მართლმსაჯულების გაძლიერებას, ზოგადად, განსხვავდება. რეალურად,ვფიქრობ, ვდგავარ მოსამართლეთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციაზე. მე ვიცი სასამართლო კორპუსი რას ფიქრობს სხვადასხვა თემებზე. ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერ მათ“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
 მისივე თქმით, როცა სხვადასხვა თანამდებობის პირები მოსამართლეებს აკრიტიკებენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუქნციაა, რომ მან მოსამართლეები დაიცვას და პოზიცია გამოხატოს.
 „როდესაც ზოგადად სხვადახვა თანამდებობის პირები მოსამართლეებს აკრიტიკებენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუქნციაა, რომ მან დაიცვას მოსაამრთლეები და გამოხატოს თავისი პოზიცია. გეტყვით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უსაქმურები არიან. რეალურად ისინი საქმეებს არ იხილავენ და ამიტომ, უნდა გაუქმდეს დასაშვებობის ინსტიტუტი. შესაბამისად, ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ მოსამართლეს შეუქმნას კომფორტული პირობები და დაიცვას გარემო ფაქტორებისაგან. მოსაამრთლეს არ აქვს საშუალება გამოვიდეს და ილაპარაკოს. თავმჯდომარეს აქვს ეს ფუნქცია. მე ზოგადად გეტყვით, რომ მინისტრები არიან პოლიტიკური ფიგურები და მათ შეიძლება პოლიტიკური განცხდებები გააკეთონ. მე რამდენად ვეთანხმები ან არ ვეთანხმები, ეს სხვა საკითხია. შეიძლება რაღაც პრეტენზია მქონდეს მინისტრებთან და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მაგრამ მე მათ პასხს ვერ მოვთხოვ. მე და ქალბატონ ნინოს პასუხს გვთხოვენ სასამართლო კონტიგენტი. თვითონ ქალბატონი ნინოა ამ შემთხვევაში ვალდებული, გასცეს პასუხი. სასამართლოს თავმჯდომარე იმიტომაა, რომ ამას გასცეს პასუხი“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ. 
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics