09:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 18:51:12, 553 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მურუსიძე: ნინო გვენეტაძემ რატომღაც 2/3-ის პოზიციის პირობა დაარღვია და ახლა 8 ხმას ეთანხმება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, პირობა, რომ მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ხმათა  2/3-ით გადაწყდებოდა, დაიღვა.

როგორც მურუსიძემ  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე  სხდომაზე გამოცხადებულ შესვენებაზე   ჟურნალისტებს განუმარტა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე  სასამართლო კორპუსის პოზიცია არ დაიცვა.

 „რეალურად ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დღის წესრიგშია. რაც შეეხება თემას, მე ვისაუბრე იმაზე, რომ როდესაც იხილებოდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი,  იქ იყო მთელი სასამართლო სისტემა,მათ შორის ნინო გვენეტაძემ დააფიქსირა არაერთხელ  სხვადასხვა შეხვედრებზე, რომ სასამართლო კორპუსში მიღწეულ იქნა შეთანხმება, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა გადაწყდებოდა 2/3-ით, რომელიც ორი წელია, რაც მიღებულია და ეს არის პროგრესული კანონი, ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს პროექტი.იუსტიციის სამინისტროს პროექტი, რაც იყო წარმოდგენილი, თითქმის ყველაფერს ვეთანხმებოდით გარდა ერთისა-მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.

საქმე ეხება 2/3-ის 8 ხმაზე დაწევას, ინსპექტორის ინსტიტუტი, მენეჯმენტის დეპარტამენტი-ეს არის წმინდად ნინო გვენეტაძის იდეა, რომელსაც თავიდანვე სასამართლო კორპუსი არ ეთანხმებოდა. ამაზე კორპუსი არ შეთანხმებულა. ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვქონდა, მოსამართლეთ უმრავლესობას და ნინო გვენეტაძეს განსხვავებული, მაგრამ რაზეც შევთანხმდით 2/3-ზე, იმაზეც  დაირღვა პირობა და რეალურად, ნინო გვენეტაძეს საკომიტეტო მოსმენაზე შეეძლო ეთქვა, რომ ეს არის სასამართლო კორპუსთან შეთანხმებული. შესაბამისად, გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი, ეს პარლამენტზე იქნებოდა დამოკიდებული. აქ საუბარია იმაზე, რაზეც შევთანხმდებით, ის უნდა იქნას დაცული. თუ არ არის დაცული, აქ ნებისმიერ ნდობაზე საუბარი უკვე ზედმეტია. აქ პიროვნულ ნდობაზე არაა საუბარი. აქ საუბარია მოსამართლეთა კორპუსის წინაშე ნდობაზე. რატომღაც ახლა 2/3-ის პოზიციის პირობა დაარღვია და 8 ხმას ეთანხმება“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის მტკიცებით, მოსამართლეთა კონკურსი არ ჩავარდნილა და ის  ძალიან მალე გამოცხადდება. საუაბრია, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10 ადამიანზე.

„მე პირდაპირ გეუბნებით, რომ მოსამართლეთა კონკურსი ძალიან მალე გამოცხადდება და ამის მოწმე თქვენ ყველანი იქნებით. კონკურსი ჩატარდება რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ხარისხიანად, ამის პირობას ვიძლევი მე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. კონკურსი არ ჩავარდნილა. აქ საუბარია დეტალებზე, რამდენ ადგილზე გამოცხადდეს კონკურსი, ჩვენი პოზიციაა, იმ ადგილებზე, რომელსაც იკავებდნენ მოსამართლეები და ვადა ამოეწურათ, გამოცხადდეს კონკურსი უახლოეს დღეებში. რაც შეეხება დანარჩენ ადგილს, სადაც ბოლო 4 წლის მანძილზე არც ერთი მოსამართლე არ იყო დანიშნული, ამაზე გამოვიყენებთ დაწინაურებას.

ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10 ადამიანზე. დანარჩენ 58 ადგილას, რომელსაც მოსამართლეები იკავებენ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი.ქალბატონი ნინო აცხადებს, რომ ეს კონკურსი არ იქნება გამჭვირვალე, მე ვაცხადებ, რომ ეს კონკურსი იქნება გამჭვირვალე“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის საბჭოს მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნინო გვენეტაძე აცხადებს, მის ინიციატივას რეგიონში მოსამართლეთა უმრავლესობა უჭერს მხარს, ეს ასე არ არის.

„პირდაპირ ვაცხადებ, რომ არც ინსპექტორის ინსტიტუტს უჭერენ მხარს,  თავიდან რა სახითაც იყო შემოტანილი, ჩვენი ძალისხმევით ინსპექტორის ინსტიტუტის ინიციატივამ ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა. ფაქტობრივად, მინიმალურამდეა დაყვანილი. ახლა არის კანონში ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებული, რომ 2/3 ხმით მოხდეს პასუხისგებაში მიცემა. საუბარია, 8 ხმაზე. ანუ, ინსპექტორის ინსტიტუტი შინაარსობრივად, ფაქტობრივად, სადამსჯელო ფუქნციიდან ფორმალურზე გადავიდა. მე მომხრე ვარ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოტანილი პირველი კანონპროექტის, რადგან ბევრი რაღაც კარგი იყო იმ კანონპროექტში, გარდა სასამართლოების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისა. შევთანხმდით და თავად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ეს საკითხი, ვადის ამოწურვის შემდგომ მოხდება. დანარჩენი საკითხები,  რაც ჩამატებული იყო ქალბატონი ნინოს მიერ, მარტო მე კიარა, მენეჯმენტის ინსტიტუტზე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს. ასევე, ინსპექტორის ინსტიტუტზეც უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.სასამართლო კორპუსი იმ ცვლილებებზე, რაც შეტანილი იყო ქალბატონ ნინოს მიერ, წინააღმდეგია, რადგან ამ ცვლილებებით ხდება არა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა, არამედ მთელი ძალაუფლების კონცენტრირება არა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა რეგიონებში, არამედ მთელი ძალაუფლების თამოყრა და კონცენტრირება ერთ ხელში, რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელში“,-აღნიშნა მურუსიძემ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად სასამართლო კორპუსის უმრავლესობის მოსაზრებისა, თუკი  პარლამენტმა ეს კანონი მაინც მიიღო, მას უნდა დაემორჩილონ.

„თუ მაინც მიიღო პარლამენტმა ეს კანონპროექტი იმ სახით, რა სახითაც ახლა არის,უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ  იმედს გამოვთქვამ და დიდი სურვილი მექნებოდა, ბევრი კარგი ცვლილებები განხორციელდეს ზოგადად სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლო დღეს უფრო დამოუკიდებელია. რა თქმაუნდა, ხარვეზები არსებობს, მაგრამ ერთ და ორ  წელიწადში ვერ აღმოიფხვრება ხარვეზები. თუ ამ კანონს მიიღებენ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი“,-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

მანვე კიდევ ერთხელ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ შეხვდა საკუთარი ინიციატივით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:

„იმიტომ შევხდი, რომ როდესაც ჩატარდა საბჭოს წევრების არჩევნები,  ისიც დაფიქსირდა, რომ სასამართლო სისტემის   დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს იუსტიციის საბჭოს მდივნის პოზიციას. ვფიქრობ, რომ მე გამოგვხატავ სასამართლო სისტემაში მომუშავე მოსამართლეების დიდი უმრავლესობის ინეტრესებს. აქედან გამომდინარე, მინდოდა, რომ პრემიერისთვის სასამართლოში არსებული პრობლემები გამეცნო“,-განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის საბჭოს სხდომა ამ დრომდე გრძელდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომაზე  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ  საერთო სასამართლოების სისტემაში ვაკანტურ ადგილებზე  კონკურსის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა, თუმცა საკითხი ჩავარდა. 

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებს მხარი მხოლოდ 6-მა არამოსამართლე წევრმა დაუჭირა, საკითხის მისაღებად კი, 8 ხმა იყო საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics