20:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 18:17:12, 850 ნახვა

სამართალი
ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მისი ადვოკატი, იოსებ ჯანაშია აცხადებს, ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ფა ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავხსენით ყველა დეტალი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, რასთან გვქონდა საქმე და ამ საქმეს ისეთი პირი უჩანდა რომ აბსოლუტურად რეალურია და ისედაც სახეზეა ყველაფერი რომ ამ პირის მიმართ ზეწოლა ხორციელდება. სასამართლომ ბრალდების მხარის დასაბუთებული მოთხოვნა“, - განაცხადა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში 12 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics