21:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 17:40:09, 588 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: 2020 წელს მთელი სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევა მიმართული იყო ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი სახელისუფლებო გუნდის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და  არის ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ, სადაც, მთავარი აქცენტი, პირველ რიგში,  ყოველთვის კეთდებოდა მოსახლეობის დახმარებაზე.

ამ მიმართულების პროგრამებზე ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლების ინიციატივის - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა.

„ეს არის 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი მათვის, ვინც, მიუხედავად ჩვენი ყველა მცდელობისა, დროებით დაკარგა სამუშაო - ეს პროექტი ერთხელ განხორციელდა და კვლავაც გაგრძელდება 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია 300 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულ პირთათვის, რომელიც ჯერ მკაცრი შეზღუდვებისა და ახლა უკვე წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ხორციელდება, ეს არის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის, ასევე ერთჯერადი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის, რაც გაიცა მთავრობის მიერ, ეს არის უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე წონადი დახმარება - კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც ერთხელ უკვე განხორციელდა პანდემიის დასაწყისში სამი თვის განმავლობაში და 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდება ოთხი თვით", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics