2020-12-14 09:33:10, 584 ნახვა
სამართალი
ბიძინა ესებუას ბრალი დღეს წარედგინა
ბიძინა ესებუას ბრალი დღეს წარედგინა.
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში 12 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან