|
2020-12-13 13:46:06, 752 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი - ეს ვერაგი ვირუსი ალბათ, აუცილებელი იყო კაცობრიობისათვის, გადაგვარებულები ვიყავით და დაგვაფიქრებს
„ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ ალბათ, აუცილებელი იყო კაცობრიობისათვის, ისე ვიყავით გადაგვარებულები, მხოლოდ ეს თუ დაგვაფიქრებს“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ და უნდა შევრიგდეთ. „მე განსაკუთრებულად მინდა ჩვენს გმირ ექიმებს მადლიერების გრძნობით დიდი მადლობა გადაუხადო. ღმერთმა გაგაძლებინოთ, მე ვიცი რა რთულია თქვენთვის ეს მსახურება, ფაქტიურად მოდი სიმართლე ვთქვათ თქვენ სიკვდილისთვის გაგწირეთ, იბრძვით, რომ ადამიანები გადაარჩინოთ და რას დავემსაგვსეთ, შევხედოთ აბა გარდაიცვლებიან ხოლმე ადამიანები და სასახლე რომ აწიონ იმდენი კაციც არ მიდის ეშინიათ, შვილები მყავს ასე ვარ ისე ვარ, ექიმებს რა არ ყავთ? სად არის ქართველობა და ადამიანობა. ამისთვის ვცხოვრობთ? ჩვენ ისენი არავართ ომშიი რომ მივდიოდით და სულით ძლიერები ვიყავით. ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ შევრიგდეთ, ცალცალკე ვერავინ გაიმარჯვებს. ვთხოვ უფალს დაგვამშვიდოს. ადრე თუ გვიან ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან ყველანაირი რეგალიების გარეშე. ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისათვის ისე ვიყავით გადაგვარებულები მხოლოდ ეს თუ დაგვაფიქრებს“, - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)