|
2020-12-13 11:12:37, 1195 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსისგან 3 942 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 3 942 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 189 726 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 790 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 158 183 ადამიანი. "ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 158 183-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)