|
2020-12-12 21:12:19, 759 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ოქმებში დისბალანსზე - სოფლებში ადამიანებს შესაძლოა დიპლომიც არ ჰქონდეთ, ამიტომ ცდომილების რისკი დიდია
„სოფლებში ადამიანებს შესაძლოა დიპლომიც არ ჰქონდეთ, ამიტომ ცდომილების რისკი დიდია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ISFED-ს ერთადერთი ოქმი ებარა და ის ვერ დააბალანსა. „როცა საუბარია საარჩევნო კომისიებზე, საუბნო კომისიებზე, აქ არის უამრავი კომისია, 50 000 ადამიანია ჩართული. არის ქალაქებში, არის სოფლებში, არის მცირე სოფლებში, სადაც, შეიძლება, ადამიანს, ელემენტარულად, დიპლომიც არ ჰქოდნეს აღებული, ანუ, არიან სხვადასხვა გამოცდილების და კვალიფიკაციის კომისიის წევრები ჩართული საარჩევნო კომისიების მუშაობაში და იქ, ბუნებრივია, ცდომილების რისკი არის ბევრად უფრო მაღალი. იქ იყო ცინიზმი, ხუმრობები, სერიოზული შეურაცხყოფები იმის გამო, რომ სადღაც, რომელიღაც საარჩევნო უბანზე იყო არასწორად შედგენილი ოქმები და ამაზე ააგეს კამოანია გაყალბებასთან დაკავშირებით. ISFED-ს ერთადერთი ოქმი ებარა, ამხელა ორგანიზაციას, რომელსაც ჰყავდა დამკვირვებლები 850 უბანზე და ეს ერთადერთი ოქმი ვერ დააბალანსეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)