2020-12-12 14:22:27, 795 ნახვა
სამართალი
შსს-მ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა
სამართალდამცველებმა, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან