06:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 20:17:41, 1194 ნახვა

საზოგადოება
ასკანელ მოსწავლეს სკოლის გაციფრულებისთვის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

თაზო ჯოჯუა 14 წლის მოსწავლეა, რომელიც გურიაში, სოფელ ასკანაში ცხოვრობს. როგორც თვითონ მოგვიყვა, განსაკუთრებით სამოქალაქო საკითხები აინტერესებს და აქტიურად ერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიებში.

სკოლაში მეცადინეობის პარალელურად, დაინტერესებულია არაფორმალური განათლების მიღებით; მონაწილეობს ლიდერთა სკოლაში და გაეროს ასოციაციის #Pita პროგრამის წევრიცაა.

პროექტი “ციფრული სივრცე სოფელ ასკანაში” მისი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის რეალობად ქცევას უახლოეს მომავალში ადამიანთა მხარდაჭერით გეგმავს.  ამაზე უფრო დეტალურად ჩვენს ინტერვიუში მოგვიყვა.

-              საიდან გაჩნდა იდეა, რომ შენი სკოლა გაგეციფრულებინა?

სკოლაში ტექნიკური ინვენტარის პრობლემა მრავალი წელია გვაქვს. როდესაც სხვადასხვა შეხვედრის ან ღონისძიების მოწყობა მსურდა, იმის გამო არ გამომდიოდა, რომ არ გაგვაჩნდა შესაბამისი რესურსი, ტრენინგების ჩასატარებლად პროექტორიც კი არ გვქონდა.

21-ე საუკუნეში, როდესაც ციფრული ტექნოლოგია ასეა განვითარებული და სკოლას პერსონალური კომპიუტერი არ გააჩნია, წარმოუდგენელია. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ მდგომარეობა შემეცვალა.

-              ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა ნაბიჯები გადადგი?

ყოველთვის ვცდილობდი სკოლაში ტექნოლოგიური ინვენტარის პრობლემის მოგვარებას. შევხვდი დღევანდელი პარლამენტის თავჯდომარე - ბატონ არჩილ თალაკვაძესაც. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შედეგის მიღება რთული აღმოჩნდა.

გადავწყვიტე, რომ ფონდების მოძიების საშუალების გამოჩენისთანავე მეცადა ბედი. ასე აღმოვჩნდი პლატფორმაზე - “ორბელიანი მეტი”, სადაც შესაძლებლობა მეძლევა ფინანსური რესურსი მოვიძიო და ჩემი იდეის განსახორციელებლად გამოვიყენო. ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, შეიძლება სკოლაში ციფრული ინვენტარის პრობლემა კიდევ მრავალი წელი დარჩენილიყო, ახლა კი მოგვარებას საზოგადოების მხარდაჭერით ვცდილობ. ჯერ მხარდამჭერთა რიცხვი დიდი არ არის, მიზნის მისაღწევად უფრო მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო.

-              მომავალში სხვა სკოლების გაციფრულებასაც ხომ არ გეგმავ?

ამ საკითხზე მიფიქრია, რადგან პრობლემა ჩემს გარშემო მრავალ სოფელსა და სკოლასაც აქვს, უბრალოდ ჯერ 14 წლის ვარ და ჩემი სკოლის გაციფრულებაც წარმოუდგენლად მეჩვენება. ვერ ვიტყვი, რომ ლადო აფხაზავას მსგავსად შევძლებ უფრო მეტი რესურსისა და ფონდის მოძიებას, მაგრამ როდესაც გავიზრდები და პროფესიულად განვვითარდები, აუცილებლად დავეხმარები ჩემი რეგიონის სკოლებსა და თანატოლებს.

იმისთვის, რომ თაზომ სოფელ ასკანაში ციფრული სივრცის შექმნა შეძლოს, დაუჭირეთ მხარი ბმულზე - https://bit.ly/3a0ASos









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics