|
2020-12-11 19:45:04, 747 ნახვა
კომენტარი
კახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე - კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს
„კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო 30 წელია იბრძვის განვითარებისთვის და ამაში ხელს არასწორად მოფიქრალი ოპოზიცია უშლის. „კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს, ეს არის მისი თვისება, რესურსი გამოიყენოს. პრეზიდენტის განცხადება, ალბათ, ასე ვიფიქრე, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წელიწადია იბრძვის, იღწვის, მიდის დემოკრატიის გზაზე, მიდის ევროკავშირის გზაზე. გარკვეულწილად, ზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულად კუნთის გადაძალვა”, - განაცხადა ლადო კახაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყოველივე უკვე "დამღლელია".
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)