|
2015-09-28 16:56:51, 478 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: რუსეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა რაც მიხარია
„რუსეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა, რაც მე ძალიან მიხარია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. უსუფაშვილის შეფასებით, რუსეთის ქმედებებს საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა „წაუყრუოს“, თუმცა, ტრაგედიაც არ უნდა შეიქმნას. “რუსეთი ცდილობს, რამე სხვას მიაღწიოს ამ ქვეყანაში, იმისგან განსხვავებულს რაც დღეს ხდება, რასაც აკეთებს დღევანდელი მთავრობა, პარლამენტი, რასაც აკეთებდა საქართველოში ბევრი სხვა მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტები, მე მგონია, რომ ეს მცდელობა იქნება ისეთივე წარუმატებელი როგორიც იყო ხოლმე დღემდე არაერთხელ. პრაქტიკულად არჩევნებს ვერ გავიხსენებთ, როდესაც მსგავსი მოვლენები არ შეინიშნებოდა. არ იქნება სწორი ამ მოვლენებისადმი წაყრუება და ხელის აქნევა, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ რაიმე განსაკუთრებული ტრაგედიები შევქმნათ ამისგან. მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ქართველმა ხალხმა პროპაგანდის თუ სხვა რამეს გავლენით უცბად გადაწყვიტოს, რომ კი ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ რუსეთთან უმცროსი ძმის სტატუსს და ეს იქნება ჩვენი ბედნიერების საწინდარი - ეს ვერ იქნება ასე. თუ საქართველოში არსებობენ ან იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც საწინააღმდეგოს დაუმტკიცებენ ჩვენი მოსახლეობის ერთ ნაწილს, ნურც ამაში დაინახავთ დიდ ტრაგედიას, რადგან შეუძლებელია მოსახლეობაში, ამომრჩევლების 100% ერთ აზრზე იყოს. იქ სადაც კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების შეგნებულად საწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე, ეს ცალკე თემაა. მაგრამ პოლიტიკური შეხედულებები იმის შესახებ , რომ ვითომ საქართველოს გარდა ევროპისა და ნატოსი სხვა ალტერნატივა აქვს, შეიძლება გამოთქვან პოლიტიკოსებმა და ისნი შესაძლოა, პარლამენტშიც აღმოჩდნენ, მაგრამ ეს არა მგონია ქვეყნის ორიენტაციის და პოლიტიკური კურსის გამსაზღვრელი იყოს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)