2020-12-11 14:02:38, 501 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - არ ვეგუებით ძალაუფლების მიმტაცებელს, რომელმაც მისი გაფორმება ოპოზიციის მეშვეობით დააპირა (ვიდეო)
არ ვეგუებით ძალაუფლების მიმტაცებელს, რომელმაც მისი გაფორმება ოპოზიციის მეშვეობით დააპირა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მემორანდუმით ოპოზიციურმა პარტიებმა უარის თქმის აქტი შეასრულეს.
„მომავალი შეაფასებს დღევანდელ საეტაპო დღეს. რაც დღეს აქ ხდება არის დემონსტრირება იმისა, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ არ ვეგუებით უსამართლობას. ოპოზიციური პარტიები არ ვეგუებით ძალაუფლების მიმტაცებელს, რომელმაც მიიტაცა და დააპირა ამ ძალაუფლების გაფორმება ოპოზიციური პარტიების მეშვეობით, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხის მხარდაჭერით, ამ ყველაფერზე უარი თქვა. უარის თქმის აქტი შესრულდა დღეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,