2020-12-11 13:00:29, 603 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - პარლამენტი ერთპარტიული არ არის (ვიდეო)
„პარლამენტი არ არის ერთპარტიული, პარლამენტში არჩეულ იქნა 9 პარტია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პარტიებს, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, პარლამენტს არ უნდა აფასებდნენ.
„პარლამენტი არ არის ერთპარტიული, პარლამენტში არჩეულ იქნა 9 პარტია და თუ ადამიანები, რომლებიც თავის თავს თვლიან ამ ქვეყნის პატრიოტებად და გადაწყვიტეს რომ არ შეიქმნას სტრუქტურები, სახელმწიფო, თუ გადაწყვიტეს, რომ ბიუჯეტი არ იქნეს დამტკიცებული, მათ ხმის ამოღების უფლებაც არ აქვთ. ამ შემთხვევაში და პარლამენტის შეფასების. რა თქმა უნდა, უხერხულობა არსებობს მნიშვნელოვანწილად, მაგრამ უფრო დიდი უხერხულობა შეექმნება ჩვენს სახელმწიფოს თუ პარლამენტი არ ამუშავდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან