2020-12-11 10:10:42, 653 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შემსვლელ პირებთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცათ.
სამართალდამცველები აქტივისტებს ავტომობილების სავალი გზის ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია გაიმართება. აქციის მონაწილეები კი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,