|
2015-09-28 15:04:30, 839 ნახვა
საზოგადოება
ახალი სასწავლო პროგრამის „გარემოსდაცვითი მმართველი“ პრეზენტაცია გაიმართა
“გარემოსდაცვითი მმართველი” - ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრების მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ 100-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ახალი სასწავლო მოდული გააცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული მოთხოვნები კომპანიებს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრის - გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას ავალდებულებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში აქამდე მსგავსი კადრი და შესაბამისად, ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა. გარემოსდაცვითი მმართველის ძირითადი მოვალეობები კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება იქნება. სასწავლო პროგრამის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებითვის შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხუთი წარჩინებული სტუდენტი უფასოდ გადამზადდება, ამით ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გახდნენ სერთიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველები და თებერვლიდან დასაქმდნენ კომპანიებში გარემოსდაცვითი მიმართულებით. მსურველთა რეგისტრაცია 29 სექტემბრიდან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)