11:18 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 17:36:16, 695 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე რეგისტრაციის მოხსნაზე - „ქართულ ოცნებას“ თამაშში არ ავყვები

„ვეუბნები ბატონ კობახიძეს, არ ავყვები „ქართულ ოცნებას“ საკუთარ თამაშში“, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გარკვეულ პარტიებს რეგისტრაციას გაუუქმებენ.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მეტ რადიკალიზაციას ემსახურება.

„ვერც ერთი პარტიის რეგისტრაციის შეწყვეტა ვერ მოხდება ამას არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია არ დაუჭერს მხარს. მე ამ ევროპული და ამერიკული ინსტიტუციების დიდი იმედი მაქვს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს შიგნით ინსტიტუციები არის გაუფასურებული, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინსტიტუციები, სადაც ეს არ არის გაუფასურებული. ამიტომ ეს არის მცდელობა მეტი რადიკალიზაციისკენ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაგვხვიონ ერთ მარაქაში, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან, ვეუბნები ბატონ კობახიძეს, არ ავყვები „ქართულ ოცნებას“ საკუთარ თამაშში“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics