09:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 15:00:35, 392 ნახვა

პოლიტიკა
უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურის საკითხი მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყდება

„უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურა მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყდება“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის კანდიდატურის შერჩევის პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. 

"რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერის თემას, მინდა მოგახსენოთ, რომ უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, მას ჰქვია დავით საგანელიძე. მისი უფლებამოსილება პარლამენტში ჯერ არ არის შეწყვეტილი. პარლამენტში ამ წუთის მდგომარეობით ჯერ საბუთები არც არის მოსული მისი დანიშვნის თაობაზე. მოკლედ პარლამენტში შემოვა სათანადო დოკუმენტები, კომიტეტი განიხილავს და ამის შემდეგ მას შეუწყდება უფლებამოსილება. მანამდე ის ლიდერის სტატუსით არის ამ წუთამდე და მისი შემცვლელის ვინაობის გარკვევა ეს არის ალბათ ამ კვირის ბოლოს, მომავალი კვირის დასაწყისის საქმე. კანდიდატურებს რაც შეეხება თუ მსურველებს, საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. კოალიცია მოგეხსენებათ იყო და რჩება საკმაოდ მრავალფეროვან წარმონაქმნად, ჩვენ თავიდანვე შევჯერდით იმაზე, რომ შეუძლებელია უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურის განხილვა დაიწყონ იმ ფრაქციებმა და ჯგუფებმა, რომლებიც თავად არიან საკმაოდ დიდ უმცირესობაში. ჩვენ სხვა ფრაქციებმა და პარტიებმა ჩვენს კოლეგებს ამის თაობაზე ვაცნობეთ, რომ პირველ რიგში მათგან დაველოდებოდით მოსაზრებებს. ეს პროცესი კვირის ბოლოს მგონი უკვე გადაწყვეტილებების დონეზე იქნება დასრულებული“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics