|
2020-12-09 14:53:59, 1004 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებმა აშშ-სგან ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო
აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და სამხედროები რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. $4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს. ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემის MILES-ის შესაძლებლობები, დღეს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ გააცნო. ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბება JTEC-ის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მიღებული MILES-ის სისტემები ცენტრში ამ კუთხით არსებული აღჭურვილობის დამატებითი გამაძლიერებელი კომპონენტია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს სრულად დაკომპლექტება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)