2020-12-09 13:19:04, 666 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ საარჩევნო წესის ცვლილების გარანტია ექნება, პარლამენტში შევა
„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ საარჩევნო წესის ცვლილების გარანტია ექნება, პარლამენტში შევა.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს მომენტი, როცა შეუძლია მოლაპარაკებიდან აღნიშნული გამოიტანოს.
„საშვილიშვილო შედეგი მინდა რომ წამოვიდეს. ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ერთადერთი რასაც გავარჩევ ელჩებთან ვსხედვართ და მთელი დროის ნაწილი ეთმობა დეტალებს. ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს.
მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებიდან ეს გამოვიტანოთ. გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ამისთვის ვიბრძვი და მე იქიდან გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა. ისე ამბობენ, თითქოს საქართველოს უნდა უღალატო თუ პარლამენტში შევალთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან