15:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 11:21:59, 579 ნახვა

რეგიონი
პირველი ბიოსფერული რეზერვატები კახეთში შეიქმნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, ეროვნული სატყეო პროგრამის  „ტყეები და კლიმატის ცვლილება“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე პროექტის „აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობა“ მესამე ფაზის შედეგები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ კახეთში ალაზნის (ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში) და დედოფლისწყაროს (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში)  პირველი ბიოსფერული რეზერვატების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბიოსფერული რეზერვატი, როგორც ინსტრუმენტი, ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად გამოიყენება, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მინდა მადლობა გადავუხადო დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებს: გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროს (MBU), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), მიხეილ ზუკოვის ფონდს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (REC Caucasus) პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთიანი ძალებით უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციისთვის მოსამზადებელი ეტაპები და ზონირების რუკა განიხილეს.

ონლაინ შეხვედრას ევროკავშირის, გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს, კავკასიის ბუნების ფონდის, საქართველოს პარლამენტის, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics