22:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-09 10:28:57, 517 ნახვა

კომენტარი
ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების საპროექტო დოკუმენტში არსებული ხარვეზების გამო, მერიის ბიუჯეტმა 85 ათასი ლარით იზარალა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა რეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის ნაწილმა დაიწია.

მისი განცხადებით, საპროექტო დოკუმენტში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო სერიოზული ხარვეზები იყო, რის გამოც მერიის ბიუჯეტმა 85 ათასი ლარით იზარალა.

„გლდანში ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე სამუშაოები ჩავატარეთ. მოხდა ამ ორი ქუჩის განახლება. თუმცა ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მოხდა რეაბილიტირებული ასფალტის ჩაწევა, რაც სერიოზული პრობლემაა. შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სრული მოკვლევა შედეგად დადგინა რომ საპროექტო დოკუმენტში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო დოკუმენტებში იყო სერიოზული ხარვეზები. დაახლოებით 85 ათასი ლარით დაზარალდა დედაქალაქის ბიუჯეტი. აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული მოკვლევის შედეგად და ეს საკითხი გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას შემდეგი მოკვლევისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics