|
2020-12-08 21:02:41, 715 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეულ საკითხებში შეთანხმება შეიძლება
„ქართულ ოცნებასთან“ გარკვეულ საკითხებში შეთანხმება შეიძლება“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება არ შედგება რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შევა. „რაც შეეხება დღევანდელ მოლაპარაკებებს, ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გავრცელდეს. ამიტომ პატივს ვცემ მათ თხოვნას და არ გავახმოვანებ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებებს. „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა ილაპარაკოს მათ პოზიციებზე, შემიძლია გავახმოვანო ჩვენი პოზიცია, მოლაპარაკებაზე არის ოთხი ძირითადი საკითხი - პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მეორე საკითხი ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, მესამე არის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე ეს არის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობების საარჩევნო გარემოს შეცვლას. პირველ ორ საკითხში არის ფუნდამენტური სხვაობა ოპონენტებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს, ჩვენი პაარტიის პოზიციას დავასახელებ და ამ ორი საკითხის გარეშე არ განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზას და პარლამენტში შესვლას. მესამე საკითხზე იყო გარკვეული კომპრომისები და არის შესაძლებლობა რაღაც კუთხით ეს შეიცვალოს, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს ვერ შეცვლის რიგგარეშე არჩევნების საკითხს. მეოთხე საკითხე, საარჩევნო გარემოზე არის უფრო მეტი კომპრომისი და შეთანხმების მეტი გზა, როგორ გაუმჯობესდეს საარჩევნო უბნებზე გარემო და როგორ უნდა იყოს დაცული ხმები. არის საკითხები სადაც ერთმანეთისგან აქაც შორს ვართ, მაგალითაც ცესკოს საკითხი, ამიტომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პირველ ორ საკითხში თანხვედრა არ არის, რაც შეეხება საარჩევნო გარემოსა და რეფორმებს თანაკვეთა ბევრ საკითხშია და შეიძლება შეთანხმება შედგეს“, - განაცხდა დავით ბაქრაძემ.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)