|
2020-12-07 17:53:32, 488 ნახვა
საზოგადოება
მინისტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ესტუმრა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და სადისპეტჩერო ცენტრში არსებულ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების სწორ მართვას. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. დეტალურად გავეცანით მათ პრობლემებს. საუბარი შეეხო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების მართვას, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების განთავსება როგორც სასტუმროებში , ასევე სამედიცინო დაწესებულებებში“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა , ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსიც ესწრებოდა. ამირან გოგიტიძეს განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე შემთხვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ. „მინისტრი პირადად გაეცნო სამუშაო პროცესსა და სადისპეტჩერო სამსახურის მუშაობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად მიდიან და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 3000 გამოძახებას ასრულებენ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)