22:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 15:15:43, 679 ნახვა

კომენტარი
გენადი არველაძე - საქართველომ შეძლო დაბალანსებული მიდგომით თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-19 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გენადი არველაძემ განაცხადა, რომ „პანდემიამ შეაფერხა საქართველოს პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია, თუმცა დიდი გლობალური გამოწვევის პირობებში, საქართველომ შეძლო ეფექტურად ეპასუხა ამ შოკისთვის  და დაბალანსებული მიდგომით თავიდან აეცილებინა  მნიშვნელოვანი ზარალი, ერთი მხრივ ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერითა და მეორე მხრივ,  მისი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით". მან ასევე ხაზი გაუსვა CAREC – ის წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ ძალისხმევას და კოორდინირებული პოლიტიკის მნიშვნელობას პოსტკოვიდურ სამყაროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და რეგიონული ინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში CAREC–ის სტრატეგია 2030 – ის სწრაფი და პროგრესული განხორციელების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საბაჟო პროცედურების გამარტივების შემდგომ საჭირო ნაბიჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქონლის უწყვეტი გადაადგილება CAREC-ის სატრანსპორტო დერეფანში. გენადი არველაძის თქმით, ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონცეფციის დანერგვით, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის 100% განხორციელებით. მისი თქმით, ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს დერეფნის ციფრული სისტემის განვითარებას. ტრანსპორტის სფეროში ციფრული სისტემების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანდემიის არსებობის ფონზე.

გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა CAREC - ის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებს და პროგრამებს რეგიონში მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის. „პანდემია, სავარაუდოდ, შექმნის ახალ მიდგომებს  და ტენდენციებს, მათ შორის გაზრდის ადგილობრივი და რეგიონული ტურიზმის  მნიშვნელობას. ტურიზმის რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განმტკიცებას, ამით რეგიონის იმიჯის ამაღლებას უცხოელი ვიზიტორების და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით", - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილე ასევე მიესალმა  CAREC - ის 2030 გენდერის სტრატეგიის მიღებას, სტრატეგიაში წარმოდგენილი მიდგომები უნივერსალური და ინკლუზიურია, მოიცავს გენდერული თანასწორობის ფართო სპექტრს.

საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან. ამ  ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC-ის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებთან ერთად ახალი  სტრატეგიების დამატება, გააღრმავებს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის და ტურიზმის  სფეროში თანამშრომლობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics