|
2020-12-07 14:58:42, 660 ნახვა
საზოგადოება
ლილოში, სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ლილოში, სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ პირველ მორეაგირე ჯგუფს რკინის კონსტრუქციის სასაწყობე ნაგებობაში გაჩენილი ხანძარი დახვდა. შენობაში დასაწყობებული იყო საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი, რაც ართულებდა სამუშაოებს. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ლილოს მიმართულებით დამატებით გავიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ხანძრის ქრობის პროცესში სულ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)