2020-12-07 09:42:53, 640 ნახვა
სამართალი
დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩატარდება.
როგორც ცნობილია, ბრალდებულები და მათი ადვოკატები სხდომას არ დაესწრებიან. რადგან სასამართლო პროცესის ყოველდღიურ ჩატარებას აპროტესტებენ.
დღეს სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატები წარსდგებიან.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან