|
2020-12-05 13:46:04, 864 ნახვა
კომენტარი
სანდრო რაქვიაშვილი - რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“, ზურაბ ჯაფარიძე მიდის და ახალ პარტიას აარსებს?
„ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“, მიდის, ახალ პარტიას აარსებს, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები? - ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ზურაბ ჯაფარიძის მორიგ განცხადებას. მისი თქმით, ამ საქმეზე საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება. „ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები და ის, რაც დაწერა, და თვითონ დარჩეს პარტია? ეს გაურკვეველია. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ გვაქვს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან შინაარსი არ მესმის ბოლომდე. ფეისბუქ ფეიჯი რასაც ნიშნავს, გასაგებია, მაგრამ სხვა ნაწილში გაუგებარია“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი. როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან თანაპარტიელებთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არსებობს. „ჩვენი მხრიდან ბევრი მცდელობაც იყო და შეთავაზებაც და იქით მხრიდან არ არის ჯერ სურვილი. ჩვენ გვინდა შევხვდეთ ყველა ვარიანტში იმიტომ, რომ დაველაპარაკოთ. რანაირი შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ამას სჭირდება შეხვედრა. ეს ტექნიკურადაც საჭიროა და სანამ შეხვედრა არ იქნება აზრი არ აქვს ან მაშინ, მინიმუმ, უნდა დააკონკრეტოს რას გულისხმობს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა. ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც თანაპარტიელებს ცივილიზებული გაყრისკენ მოუწოდებს და პარტიის რესურსების გაყოფას სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)