|
2020-12-04 17:52:17, 517 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძესთან „112“-ში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ - ეკატერინე ტიკარაძესთან „112“-ში სამუშაო შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში მინისტრები პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესს გაეცნენ. „112“ აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს. "დღეს ოპერატორების რაოდენობა დაახლოებით გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, გასამმაგებულ რეჟიმში მუშაობენ ოპერატორები. დღეს 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, რა თქმა უნდა, ხაზზე დატვირთვა შემცირდება და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. როგორც უკვე აღვნიშნე, რომ 112-ის სამუშაო რეჟიმი და ოპერატორთა ოდენობა თითქმის გავასამმაგეგთ, ვაპირებთ აპარატურის შესყიდვასაც, იმიტომ, რომ რაც გვქონდა ჩვენ საშუალება, იტვირთება და გადავწყვიტეთ 112-ის სერვერები გავაძლიეროთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. „112“-ს, კორონავირუსის მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არა მწვავე გამოძახებები - ოჯახის ექიმებს გადაეცემა. "დღეს დავიწყეთ კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიება, რომელიც არ დაიწყება მხოლოდ "112"-ის მონახულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ასევე კომუნიკაციას როგორც სასტუმროში და თქვენ იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ჩვენ საავადმყოფოების წარმომადგენლებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრები. ეს შეხვედრები გაგრძელდება იმისათვის, რომ ის არსებული ხარვეზები, რომლითაც სასწრაფოს ექიმებს ექმნებათ შეფერხება, რომ პაციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია მოახდინონ, აუცილებლად იქნეს აღმოფხვრილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ინფიცირების რაოდენობის და მოქალაქეთა ტესტირებების ზრდასთან ერთად 112-ის დატვირთვა გაიზარდა. მიმართვიანობის გაზრდის პარალელურად და ზარებზე მოლოდინის დროის შესამცირებლად 112-მა ოპერატორების რაოდენობა გაზარდა, სარეზერვო ცვლები სრულ სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანა და ოპერატორის პოზიციაზე ახალი კადრები დაამატა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)