09:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 13:56:39, 600 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის

ამ კვირაში საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის -  გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის 37-ე პოზიციაზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის  შეფასებისას განაცხადა.

ინდექსის თანახმად, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„რეიტინგი კომპლექსურია და მთელ რიგ პარამეტრებს მოიცავს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა მთავრობის ეფექტიანობა, საქართველოს აქვს ისტორიულად მაღალი ქულა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის ვართ და ვუსწრებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics