|
2020-12-04 12:05:18, 616 ნახვა
საზოგადოება
„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს
„ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრი“, რომელიც „ავტოსაგზაო შემთხვევების ლაბორატორიის“ სახელითაცაა ცნობილი, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის შვედეთის მეფემ 2000 წელს გახსნა და ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურ ლაბორატორიას წარმოადგენს მსოფლიოში. სხვადასხვა ტიპის ტესტირებისთვის „ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრში“ დღეში სულ მცირე ერთი ახალი ვოლვო იტესტება, რაც საავტომობილო უსაფრთხოების კუთხით „ვოლვოს“ ლიდერის პოზიციას ამყარებს. „ვოლვოს“ ინჟინრებს ლაბორატორია საშუალებას აძლევს დეტალურად განიხილონ რეალური ავტოსაგზაო შემთხვევებისგან მიღებული დაზიანებები და რისკები, რათა არავინ დაიღუპოს ან დაშავდეს ვოლვოში. ”ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ და რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და როგორ ზიანდებიან ადამიანები. შემდეგ კი ვამუშავებთ ტექნოლოგიებს, რათა მათ პრევენციას შევუწყოთ ხელი. ჩვენი მთავარი მიზანი საგზაო შემთხვევების დროს მსხვეპლთა რაოდენობის შემცირებაა და მოხარული ვიქნებით, თუ ამ მიზანს მივაღწევთ,” - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ წამყვანი უსაფრთხოების ინჟინერმა თომას ბრობერგმა. „ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის“ ლაბორატორია არის მრავალფუნქციური დაწესებულება, რომელიც ინჟინრებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ საგზაო მოძრაობის სიტუაცია და ამის მიხედვით განავითარონ ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა. ავტოსაგზაო შემთხვევის სიმულაციის დროს ავტომობილი, ქრაშ-ტესტის მანეკენები და ბარიერები აღჭურვილნი არიან სენსორებით, რომელთა საშუალებითაც ვოლვოს ინჟინრებს შეუძლიათ დეტალურად აღრიცხონ მოვლენების მთელი ჯაჭვი. ათობით ულტრა მაღალი გარჩევადობის კამერა ქრაშ-ტესტს ყველა წარმოსახვითი კუთხიდან იღებს. ფიზიკური ქრაშ-ტესტის დაწყებამდე, მოცემულმა მანქანის მოდელს უკვე გავლილი აქვს ათასობით კომპიუტერული სიმულაციური ქრაშ-ტესტი. ამ ტესტებიდან მიღებულ ყველა მონაცემს ვოლვოს ინჟინრები უფრო უსაფრთხო ავტომობილების შესაქმნელად იყენებენ. როგორც ცნობილია, მომავალში „ვოლვო“ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადავა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში უსაფრთხოების ცენტრი აღიჭურვა და მომზადდა სპეციალურად ელექტრო ავტომობილების ქარშ-ტესტების უსაფრთხოდ შესასრულებლად.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)